Archanda

which is invisible

Books of short stories, novels and plays

 


Translated Books

  

Kaphia

მიხო მოსულიშვილი


სადაც არმური იცისა

(ვაჟაური)

უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
უქმად საფლავში სწვებითა.
დაჰკარგავთ სააქაოსა,
ვერც საიქიოს სწვდებითა.
არ იცით, დასჩნდით რისადა,
ან რისათვისა ჰკვდებითა!
ვაჟა-ფშაველა


ჯავრი არ აქვის არჩანდას
არც ერთ სამეფოს სკიპტრისა.
წავა და სწორედ იქ მივა,
სადაც არმური იცისა.
სადაით თავის წაწლები --
ნისლებ მადიან ფიქრისა.
სადაც ჩამორეკს რიჟრაჟზე
შურთხი -- ანგელოზ დილისა.
სადაც იბუდებს არწივი --
ირაო მასდგამს ჯიშითა.
სადაც ყორნები ვერ ავლენ,
საჯიჯგნ ვერ ნახონ იქითა.
სადაც ოცნების პირიმზე
უფსკრულებს ჩაჰმზერს იჭვითა
ჯავრი არ აქვის არჩანდას
არც ერთ სამეფოს სკიპტრისა.
მივა, სწორედ იქ მახკვდება,
ნისლი რო ფიქრად ჰხვივისა.

2010


მიხო მოსულიშვილი

ბარდაბარი ვართ ჟამისა...
(ესეც ვაჟაური)


ერთი წელი და ათასი
ბარდაბარია ჟამისა.
ვაჟა-ფშაველა


ჟამ მუალის და წავალის
ყველა ჩვენგანის კარზედა...
მოვა, სიცოცხლეს წაიღებს,
ჩამაირიგებს ჯარზედა.

სულელი ვართ თუ ბრძენია,
ან ჭკუისა ვართ, თავისა, --
ყველას იმის შუქ გვფენია, --
ბარდაბარი ვართ ჟამისა.

მწვერვალებისკე ვიარდეთ,
უფლის ნისლი რო ჰხვივისა...
მე გზად პირიმზეს ვინატრებ,
მეტყვის, -- სიცოცხლე მიჰქრისა...

2008

მიხო მოსულიშვილი

ტიალო, ხაჭუს ხინკალო...

(კაფიობა)


 

სანათა
დაგძინებია, არჩანდავ,
დაგსიზმრებია ხინკალი,
რეერთან ნაოჭან ხქონდენ,
არ დამიმალო, მითხარი ....



არჩანდა


ნასიზმრებ ხაჭუს ხინკალზე თქმული

(ფანდურზე დასამღერი)

ნაოჭებ ვეღარ მავსთვალე,
სურნელ რამ ხქონდა სვიანი.
უმალ ვარიდე ავ თვალებს,
სიტყვაც ვუთხარი გზიანი:

ტიალო, ხაჭუს ხინკალო,
როგორ ლამაზად სჩანხარო.
არ ვიც, მუზეუმს მიგართო
ან თუ ავდგე და შაგჭამო.

ხაჭუს ხინკალო, კარგი ხარ,
ქამა სოკოსა ღგევხარო;
ერბოსთან - ჭკვაში მამდიხარ,
ჟიპიტაურთან - მზე ხარო!





მიხო მოსულიშვილი


მოსულა?
(ავტოკაფია)



"რაკი "მოსულამ" თქვა, ესე იგი, მოსულა".
ლელა გაბური



რაც "მოსულამ" თქვა, მოსულა...
რაც არ მოსულა, წასულა...
კისერიმც მოუტეხავსა,
შავი არი და ავსულა,
მაგის ამყოლის ჭკუაცა
გაპარულ-გადანავსულა.


10. 12. 2012


 

 

ლიბ.ჯი      ბურუსი       პიესები    


Recent Videos

112 views - 0 comments
570 views - 0 comments
881 views - 0 comments
758 views - 0 comments