Archanda

which is invisible

Finnegan



Description

Name of dog - Finnegan
Date of birth - 12. 07. 2003
Date of died - 22. 08. 2012
Sex - masculine
Breed - Great Dane
Colour - Black
The owner was - Mikho Mosulishvili




Award of Finnegan
Georgia Sports and service Union of Profesional Cynologists and Dog-lovers (GSSCU) - DIPLOMA Cynological Exhibition (Prezident - M. Modebadze, Data - 30.05.2004), Medal of Elite.

 

Finnegan In Martkopi, 2008 (Video)



სამი დღე კეთილი დოგის ტყვეობაში

მოგეხსენებათ, ამქვეყნად მრავალნაირი ხასიათის ადამიანი არსებობს. თურმე, ნუ იტყვით და, ძაღლებსაც აქვთ უჩვეულო თვისებები, - ზოგი სტუმართმოყვარეა, ზოგი უცხოს ვერ იტანს, ზოგიც...
სწორედ ასეთ უცნაურ თვისებასა და მისით გამოწვეულ კურიოზზე ვთხოვეთ ორიოდე სიტყვა ეთქვა მწერალ მიხო მოსულიშვილს, რომელსაც ულამაზესი, შავი გერმანული დოგი ჰყავს.



ამ ჩემს ფინიგანს და, ალბათ, ყველანაირ დოგს ასეთი ჩვევა აქვს: იმ სახლში, სადაც თავად ცხოვრობენ და თავისად თვლიან, ნებისმიერ მომსვლელს სიამოვნებით უშვებენ შიგნით, თუნდაც პატორნი შინ არ იყოს, მაგრამ გარეთ გამოსვლისა კი რა მოგახსენოთ ნურას უკაცრავად! სანამ პატრონი არ დაბრუნდება, არაფრის დიდებით არ გაუშვებენ გარეთ. თუ შესული გაინძრევა, გაფრთხილების ნიშნად დაუღრენენ. თუ კიდევ მოინდომებს წასვლას, ორ თათზე დადგებიან, წინა ორ თათს კედელს მიაყრდნობენ და თათებს შუა მსხვერპლად შეგულებული ჰყავთ მომწყვდეული. ყველაზე უარესი გაქცევაა წამოგეწევა დოგი, წამოიყალყება და მთელი ძალით გირტყამს წინა ორ თათს და რომ წაგაქცევს, ზემოდან დაგადგება. მერე, თუ კიდევ არ დაშოშმინდი, უკვე კბენაზე გადადის.
ჰოდა, ერთხელაც რაკი მთელი ოჯახი შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გავდიოდით, მაგრამ ფინიგანი ვერ მიგვყავდა, სახლის გასაღები მეზობელს დავუტოვე და ვთხოვე, - მაცივარში ძაღლის საჭმელია, შედი, გაუთბე და აჭამე მეთქი.
ჩვენ პარასკევს წავედით და კვირას, შუადღე გადასულია უკვე და გაჭირვებული ხმით მირეკავს ჩემი მეზობელი ჩქარა! მოდი! ჩქარა! მიშველე! გამიყვანე აქედანო!
თურმე, გაუღია ჩემი სახლის კარი, შესულა და დიდებულად დახვედრია ფინიგანი კუდიც უქიცინებია და რამდენჯერმე შემოურბენია გარშემო.
გამოუღია მაცივარი, აუნთია გაზი, გაუთბია საჭმელი, დაუდგია ფინიგანისთვის და იმასაც მადლიერი თვალებით და კუდის ქიცინით დაუწყია ჭამა. შესულს თავზეც კი გადაუსვია ხელი რა კარგი და ჭკვიანი ძაღლი ხარო. კიდევ უყურებია ცოტა ხანს და გამოსვლა რომ დაუპირებია, ფინიგანს ჭამისთვის დაუნებებია თავი და რაღაც სულ სხვანაირად შეუთვალიერებია ეს ჩემი მეზობელი.
საერთოდ, გერმანულ დოგებს ტყუილად კი არ ეძახიან აპოლონს ძაღლებს შორის, - თავიანთი კეთილშობილი იერით და ძლიერი, მაგრამ ამასთან პროპორციული და ელეგანტური სხეულით თითქოს სიამაყეს, ძალასა და სილამაზეს გამოხატავენ. განსაკუთრებით აღტაცებას იწვევენ თავიანთი იმპოზანტური თავით ყველაზე ძლიერი გაღიზიანების დროსაც კი ფინიგანი ნერვიულობის არანაირ ნიშანს არ ამჟღავნებს შეიმართება, მაღლა ასწევს თავს, წაგრძელებულ ყურებს შეწკიპავს და დგას ასე ერთხანს, ქანდაკება გეგონება. ამ დროს კუდი ამოხრილი კი არა, გასწორებული აქვს.
აი, ასე უყურებდა, თურმე, იმ ჩემ მეზობელს ფინიგანი.
კარგი რა, ჩემი კარგო ფინიგან, რა მოგივიდაო, - დაუყვავებია მას.
ამ სიტყვებზე უკვე მოკლედ დაუღრენია ძაღლს.
გერმანელ მეცნიერებს ჩაუტარებიათ კვლევები ამ ბოლო ხანს და აღმოუჩენიათ, რომ ათასამდე სიტყვას სწავლობს და იგებს ძაღლი ეტყვი სიტყვას ბურთი, მეორე ოთახშიც რომ იყოს, წავა და სწორედ ბურთს მოგიტანს, თურმე. ათასი სიტყვა მაინც მეტისმეტი მგონია. ვფიქრობ, ძაღლები უფრო ჩვენი ლაპარაკის ტონს უგდებენ ყურს და შესაბამისად იქცევიან.
მოკლედ, მიხვდა, ალბათ, ფინიგანი, რომ ამ ჩემ მეზობელს გასვლა უნდოდა...
ცოტა ხნის შემდგომ, კიდევ რომ დაუპირებია წასვლა, მიხტომია ჩემი დოგი, წამოყელყელავებულა და იმ მეთოდით აუკრავს კაცი კედელზე, ზემოთ რომ მოგახსენეთ...
რაღა ბევრი გავაგრძელო, პარასკევის შუადღიდან კვირის შუადღემდე - მთელი ორი დღე და ღამე ტელეფონამდე მიდიოდა ის ჩემი მეზობელი - უნდა გაევლო ფინიგანის ოთახი, სასტუმროში შესულიყო და საძინებლამდე გაეღწია, სადაც, მისდა ჭირად გაგვიტანია, თურმე, ტელეფონი. ამ მანძილის გავლას ჩვეულებრივ პირობებში ხუთ წუთზე მეტი არ სჭირდება, მაგრამ ჩემი მეზობელი ნახევარ-ნახევარი ნაბიჯით მიდიოდა, თან ხომ უნდა გაჩერებულიყო კიდეც, რომ ფინეგანს ვერ შეემჩნია. მაგრამ ძაღლს რას გამოაპარებდა. როგორც კი გამოელაპარაკებოდა, დაუყვავებდა, ანდა თავისი კაი მეზობლობის შეხსენებას შეეცდებოდა, ფინიგანი მაშინვე ქანდაკებასავით ქვავდებოდა თავდასხმის წინა პოზაში და რაზეც ყველაზე ძალიან დაწყდა გული ჩემს მეზობელს, მოკლე-მოკლედ უღრენდა კიდეც.
ჰოდა, სწორედ იმ მოკლე-მოკლე დაღრენების აკომპანიმენტითურთ ორ დღე-ღამეში მიაღწია ტელეფონამდე და როგორც იქნა, დამირეკა კიდეც...

ჟურნალი არსენალი, # 1, იანვარი, 2005, გვერდი 37.



მიხო მოსულიშვილი ფინიგანთან ერთად

Finnegan

Recent Videos

119 views - 0 comments
582 views - 0 comments
901 views - 0 comments
776 views - 0 comments